ორი ბავშვის მკვლელობის საქმეზე დაკავებული მოზარდი ბრალს არ აღიარებს – სკოლის დირექტორი

პირველი ექსპერიმენტული სკოლის დირექტორი, ხათუნა ბარამიძე ადასტურებს, რომ ხორავას ქუჩაზე ორი ბავშვის მკვლელობის საქმეზე დაკავებული და ძებნილი მოზარდები ნამდვილად მისი სკოლის მოსაწვლეები არიან. მისი ინფორმაციით, დაკავებული მოზარდი ბრალს არ აღიარებს.

“დაკავებული მოზარდი ბრძანდებოდა სკოლაში იმ დღეს. მშობელს რომ დავუკავშირდით, გვითხრა, რომ ბავშვი სახლში იყო. ჩემი ინფორმაციით, ის არ აღიარებს დანაშაულს. არ უარყოფს, რომ იყო ამ “გარჩევის” მონაწილე, მაგრამ მკვლელობას არ აღიარებს. რა “გარჩევის” მონაწილე იყო, ეს არ ვიცი,” – განუცხადა “რუსთავი 2”-ს ხათუნა ბარმიძემ.

დირექტორის თქმით, ჩხუბის ადგილას პირველი ექსპერიმენტული სკოლის 4 მოსწავლე იმყოფებოდა, რომლებიც სამართალდამცველებმა უკვე დაკითხეს. დირექტორის თქმით, ისინი თავისუფლები არიან.

მოკლული ბავშვების ოჯახებისადმი სოლიდარობის ნიშნად 3 და 4 დეკემბერს, თბილისში, 51-ე საჯარო სკოლის წინ მდუმარე აქციები გაიმართება – წაიკითხეთ ვრცლად.