კომიტეტის სხდომაზე გამოითქვა ინიციატივა, რომ აქციის წინა პერიოდში “იდენტობის” მიერ გავრცელებული განცხადება კომიტეტის მომზადებულ დასკვნაში ჩაწერილიყო, რადგან დასკვნაში საპატრიარქოს პოზიცია არის ჩაწერილი, რასაც დეპუტატების ნაწილი არ დაეთანხმა.  აღნიშნულ საკითხზე დეპუატებს სიტყვით საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა  თამარ კორძაიამ მიმართა:

 

“როდესაც კომიტეტის დასკვნაში ძალიან ობიექტურად და მიუკერძოებლად აღვწერთ მოვლენებს, რომელშიც ვამბობთ, რომ ამა და ამ რელიგიურმა ორგანიზაციებმა გაავრცელეს ამ შინაარსის განცხადება, ამ დროს ლოგიკურია ჩნდება შეკითხვა, რომ იდენტობამ არაფერი გაავრცელა? ან ამის შესახებ ადამიანის უფლებათა კომიტეტმა არაფერი იცოდა, როცა დასკვნას წერდა? ამაზეა საუბარი, მეტი არაფერი.” 

 

მისი განმარტებების მიუხედავად დეპუტატები დასკვნაში იდენტობის განცხადების ჩადებას მაინც არ დაეთანხმნენ.

“მაშინ საპატრიარქოს პოზიციაც ამოვიღოთ.”- განაცხადა კორძაიამ.

 

აღნიშნულმა რეპლიკამ საპარლამენტო უმრავლესობის წევრის მერაბ კაჭახიძის პროტესტი გამოიწვია:

 

“რატომ ვაყენებთ ერთ სიბრტყეზე და ორ არასამთავრობო ორგანიზაციას? პატრიარქი და საპატრიარქო და ორი არასამთავრობო ორგანიზაცია ერთიდაიგივეა ქვეყანაში?”

 

კომიტეტის თავმჯდომარეს, ეკა ბესელიას. მისი თქმით, კომიტეტის მომზადებული დასკვნა ობიექტურია:

“კომიტეტი არ არის მხარე. კომიტეტი აკეთებს პოლიტიკურ შეფასებას ევროპული სტანდარტების და საერთაშორისო სამართლით დადგენილი პრეცენდენტებით. ჩვენ ამ დასკვნაში ვთქვით მთავარი, რომ ძალადობა არის დაუშვებელი, ვისგანაც არ უნდა მომდინარეობდფეს ის, რომ უნდა იყოს მაქსიმალური ზომები გამოყენებული იმისათვის, რომ უზრუნველყოფილი იქნას შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლება. რამდენიმე რეკომენდაციაზე შევთანხმდით დღეს. ეს არის გამოძიების სწრაფად დასრუელბა და სამართლიანი სასამართლოს უფლებით სარგებლობა. მე ვფიქრობ, რომ ძალიან კარგი, დაბალანსებული დასკვნა გამოვიდა. კომიტეტი მხარე ვერ იქნება, კომიტეტი არის ობიექტური შემფასებელი.”

გარდა ამისა, კომიტეტის გადაწყვეტილებით, პარლამენტი მუშაობას დაიწყებს კონტრაქციის თემათიკის კანონით დარეგულრიებაზე:

“რეკომენდაცია არის ასევე ის, რომ ჩვენ პარლამენტმნა, კონტრშეკრების ცნება უნდა შემოვიტანოთ კანონმდებლობაში, რადგან ეს საერთაშორისო სამართალით დაშვებულია და უნდა ავსახოთ, უნდა გაიწეროს შესაბამისი პროცედურები.”

საპირისპირო მოსაზრება აქვს  იდენტობის იურისტ ნინო ბოლქვაძეს, რომელიც დღევანდელ სხდომაში იღებდა მონაწილეობას. ბოლქვაძე მიიჩნევს, რომ  დასკვნის საბოლოო ვარიანტი ძალადობის წამახალისებელია:

“ამ დასკვნით მე ვფირობ, რომ ძალადობა არ იქნება აღკვეთილიი, ძალადობა იქნება წახალისებული. ეს არის ყველაზე ცუდი შედეგი, რაც შეიძლებოდა მიგვეღო, იმიტომ რომ კომიტეტი არ აკეთებს სამართლებრივ შეფასებას, მაგრამ ფაქტობრივ გარემოებებს აფასებს და იმისთვის, რომ შეაფასო ფაქტობრივი გარემოებები, იმაზე რაც არ არის სადავო და რასაც გამოძიება არ ჭირდება, ის გარემოებები ამ დასკვნაში უნდა მოეყვანათ და ამაზე დაყრდნობით უნდა გაკეთებინათ შეფასება და ის, რომ საერთაშორისო სამართალი და შიდა კანონმდებლობა გმობს ძალადობას, ეს აქამდეც ყველამ კარგად იცოდა და ემიჯნებოდნენ ძალადობას,”- ამბობს “იდენტობის” იურისტი ნინო ბოლქვაძე.

 

კომიტეტის დასკვნას პოზიტიურად აფასებს მამა გიორგი ზვიადაძე. მისი თქმით, ძალადობა ნებისმიერი ფორმით მიუღებელია:

“დასკვნის განხილვა იყო ძალიან მნიშვნელოვანი. კომიტეტი არ გაცდა თავის კომპეტენციის საზღვრებს და მხარედ არ წარმოჩნდა. მან ყველაფერი გააკეთა იმისათვის, რომ დასკვნაში ყოფილიყო გარკვეული რეკომენდაციები და ერთმნიშვნელოვნად წარმოჩენილიყო ის, რომ ძალადობის ნებისმიერი ფორმით მიუღებელია საზოგადოებისათვის. ეკლესიისთვის აბსოლუტურად მიუღებელია და უცხოა რაიმე სახის ძალადობა, საპატრიარქოს პოზიციაში ეს ძალიან ნათლად წარმოჩნდა.”

Leave a comment

Your email address will not be published. Required fields are marked *