ცოლის სისასტიკი მკვლელობისთვის ბრალდებულს 16 წლით პატიმრობა მიესაჯა

განსაკუთრებული სისასტიკით განზრახ მკვლელობისთვის ბრალდებულს, რომელმაც ეჭვიანობის ნიადაგზე ცოლს დანით სხეულის სხვადასხვა არეში 16 ჭრილობა მიაყენა, სასამართლომ 16 წლით პატიმრობა მიუსაჯა.

დღეს, 1 დეკემბერს, რუსთავის საქალაქო სასამართლომ სრულად გაიზიარა ბრალდების მხარის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და ცოლის განსაკუთრებული სისასტიკით განზრახ მკვლელობისთვის ბრალდებული ხ.ნ. დამნაშავედ ცნო სისხლის სამართლის კოდექსის 111, 109-ე მუხლის მესამე ნაწილის ,,ბ’’ ქვეპუნქტით.

პროკურატურის ინფორმაციით, 2017 წლის 3 მაისს, დაახლოებით 21:00 საათზე, ბოლნისის რაიონში, საკუთარ საცხოვრებელ სახლში, ხ.ნ-მ ეჭვიანობის ნიადაგზე ცოლს დანით სხეულის სხვადასხვა არეში 16 ჭრილობა მიაყენა. მიღებული ჭრილობების შედეგად ე.გ. ადგილზე გარდაიცვალა. სამართალდამცველებმა ბრალდებული დანაშაულის ჩადენის ადგილზე დააკავეს.