27 ნოემბერს სოფელ ლენჯერში ნაცემი კაცი, რომელიც ადგილობრივებმა უგონო მდგომარეობაში გზაზე იპოვეს, 29 ნოემბერს მესტიის საავადმყოფოში გარდაიცვალა. ცხედარი ქუთაისის პროზექტურაში გადაასვენეს. ინფორმაცია ნეტგაზეთს საქართველოშ შინაგან საქმეთა სამინისტროში დაუდასტურეს.
მესტიის საავადმყოფოში IPN-ს განუცხადეს, რომ პაციენტს სიცოცხლისთვის შეუთავსებელი დაზიანებები აღენიშნებოდა, რის გამოც ექიმებმა მისი გადარჩენა ვერ შეძლეს.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ აღნიშნულ საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლით დაიწყო, რაც ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას გულისხმობს. ჯერ-ჯერობით უცნობია, გადაკვალიფიცირდა თუ არა ეს მუხლი.