სუს-ი სპეცოპერაციისას ადამ გუმაშვილის გარდაცვალებას უარყოფს

მედიაში ვრცელდება ინფორმაცია, თითქოს თბილისში ჩატარებული სპეცოპერაციისას ე.წ. ისლამური სახელმწიფოს ლიდერი ადამ-გურამ გუმაშვილი მეკლეს, რასაც სუს-ი უარყოფს. როგორც ნეტგაზეთს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში განუცხადეს, გარდაცვლილთა შორის ადამ-გურამ გუმაშვილი არ არის.

ნეტგაზეთი ასევე დაუკავშირდა ადამ-გურამ გუმაშვილის ბიძას, ზაურ გუმაშვილს. მისი თქმით, გავრცელებული ინფორმაცია, თითქოს მისი ძმისშვილი მოკლეს, არის სიცრუე. როგორც ზაურ გუმაშვილი აცხადებს, ადამ-გურამ გუმაშვილი ცოცხალია, თუმცა ვერ/არ გვეტყვის, სად იმყოფება. ზაურ გუმაშვილის თქმით, ეს ინფორმაცია ადამ-გურამ გუმაშვილის ძმისგან, ზელიმხან გუმაშვილისგან აქვს, რომელიც შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომელია.