“სამხედრო მოსამსახურის სტატუსის შესახებ” საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტში კიდევ ორი კანონპროექტი შედიოდა. აქედან ერთი: “საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის, თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისთვის დაღუპულ, უგზოუკვლოდ დაკარგულ, მიღებული ჭრილობების შედეგად გარდაცვლილთა ოჯახების სოციალური დაცვის შესახებ” კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე 98 ხმით 0-ის წინააღმდეგ დაამტკიცა, ხოლო “სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ” კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე კანონპროექტისთვის კენჭი არ უყრია. 

 წარმოდგენილი საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტის მიზანია სამსახურეობრივი მოვალეობის შესრულებისას “საქართველოს შეიარაღებული ძალების სამშვიდობო ოპერაციებში მონაწილეობის შესახებ”  საქართველოს კანონით განსაზღვრულ საერთაშორისო ოპერაციებში, ან სხვა სახის სამშვიდობო საქმიანობის განხორციელებისას, აგრეთვე საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის, თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისთვის გარდაცვლილი, ან მიყენებული ჯანმრთელობის დაზიანების  გამო გარდაცვლილი სამხედრო მოსამსახურის ოჯახის მარჩენალი წევრის გარდაცვალებით გამოწვეული საფინანსო-ეკონომიკური პრობლემის დაძლევის მიზნით, მისი ერთჯერადი დახმარება 100 ათასი ლარის ოდენობით.

კანონპროექტის მიხედვით, კომპენსაციის მიღების უფლებით ისარგებლებენ საქართველოს შეიარაღებული ძალების სამშვიდობო ოპერაციებში მონაწილეობის შესახებ”  საქართველოს კანონით განსაზღვრულ საერთაშორისო ოპერაციებში, ან სხვა სახის სამშვიდობო საქმიანობის განხორციელებისას გარდაცვლილი, ან ამ მისიებში მიღებული ჯანმრთელობის დაზიანების გამო გარდაცვლილი საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მოსამსახურეების ოჯახის წევრები. ასევე, საქართელოს ტერიტორიული მთლიანობისთვის, თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისთვის, აგრეთვე 1998 წლის მაისსა და 2004 წლის 22-24 აგვისტო მოვლენებისას დაღუპული,  უგზო-უკვლოდ დაკარგული, მიღებული ჭრილობების შედეგად გარდაცვლილთა ოჯახის წევრები.

Leave a comment

Your email address will not be published. Required fields are marked *