“კულტურული მემკვიდრეობის შესახებ” კანონპროექტთან ერთად პარლამენტმა მისგან გამომდინარე ორი კანონპროექტი დაამტკიცა.

 

ცვლილებები შევიდა “ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ” კანონპროექტში და “საქართველოს დედაქალაქის-თბილისის” შესახებ კანონპროექტში.

 

“კულტურული მემკვიდრეობის შესახებ” კანონპროექტი არეგულირებს საქართველოს ტერიტორიაზე, მათ შორის ქალაქ თბილისში მდებარე კულტურული მემკვიდრეობის ძეგლებზე სამუშაოების ნებართვის გაცემასთან, ასევე, კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსის მინიჭებასა და მოხსნასთან დაკავშირებულ საკითხებს.

 

რაც შეეხება “დედაქალაქის შესახებ კანონპროექტს”, ცვლილებების მიხედვით, ქალაქ თბილისის საკრებულოს კომპეტენცია აღარ იქნება ისტორიულ-კულტურული ზონების გამოყოფა, ხოლო ქალაქ თბილისის მთავრობის კომპეტენცია აღარ იქნება ობიექტისთვის კულტურული ძეგლის სტატუსის მინიჭებისა და მოხცნის თაობაზე წინადადებების საქართველოს მთავრობისთვის წარდგენა. 

Leave a comment

Your email address will not be published. Required fields are marked *