თბილისში გამართული საბავშვო ევროვიზია 2017-ის გამარჯვებული რუსეთის წარმომადგენელი გახდა

დღეს, 26 ნოემბერს, თბილისში გამართული 2017 წლის საბავშვო ევროვიზიის სიმღერის კონკურსის გამარჯვებული რუსეთის წარმომადგენელი პოლინა ბოგუსევიჩი გახდა სიმღერით Wings.

რუსმა კონკურსანტმა 188 ქულა მიიღო. საბავშვო ევროვიზიის რიგით მე-15 კონკურსი დღეს, თბილისის ოლიმპიურ სასახლეში გაიმართა. საქართველომ საბავშვო ევროფესტივალს წელს პირველად უმასპინძლა.

კონკურსში 16 ქვეყანა მონაწილეობდა. წელს საქართველო კონკურსში გრიგოლ ყიფშიძემ წარადგინა, სიმღერით „გულის ხმა” და 185 ქულით მეორე ადგილი დაიკავა.