26 ნოემბერი: ხაშური-ახალციხე-ვალეს გზაზე შეზღუდვები მოიხსნა

საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, დღეს 26 ნოემბერს, ხაშური- ახალციხე-ვალე საავტომობილო გზის კმ30-კმ96 მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.

ლიპყინულის გამო, საერთაშორისო მნიშვნელობის ხაშური-ახალციხე- ვალე (თურქეთის რესპუბლიკის საზღვარი) საავტომობილო გზის კმ30-კმ96 მონაკვეთზე აკრძალული იყო მისაბმელიანი, ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის და 30 ადგილზე მეტი ტევადობის ავტობუსების მოძრაობა.