“ერთიც და მეორეც სულიერი შვილები ხართ და არასდროს დავუშვებ იმას, რომ რომელიმე დაჩაგრული იყოს. არ უნდა გაიმეტოთ ერთმანეთი, პირიქით, უნდა დაეხმაროთ და ასეც არის, მე როგორც ვიცი. დიდი სურვილი მაქვს, რომ ჩამოვიდე და ვინახულო თქვენი სოფელი”, – მიმართა მათ პატრიარქმა.

 

როგორც ცნობილია, სამთაწყაროს მკვიდრი მოქალაქეები, რომლებიც თავს ქრისტიან მრველს მიაკუთვნებენ, ადგილობრივ მუსლიმებს დაუპირისპირდნენ ერთ–ერთ კერძო სახლში სალოცავის მოწყობის გამო. მუსლიმებმა პარასკევის რამდენიმე ლოცვის ჩატარება ვერ შეძლეს. სოფელში იმყოფებოდნენ არასამთავარობო ორგანიზაციები, სახალხო დამცველი და რეინტეგრაციის მინისტრი პაატა ზაქარეიშვილი. 28 ივნისს, მუსლიმთა ტრადიციული ლოცვის (ჯუმა) დასრულების შემდეგ, სამთაწყაროს მოსახლეობის გარკვეული ჯგუფი თავს დაესხა ადგილობრივი მოლას, სულიკო ხოზრევანიძის სახლს, რა დროსაც სხეულის დაზიანება მიიღო მისმა მეუღლემ – ემინე ხოზრევანიძემ. აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით შსს დღემდე აწარმოებს გამოძიებას და საქმე აღძრულია მუქარის მუხლით.

Leave a comment

Your email address will not be published. Required fields are marked *