სპეცოპერაციის დროს დაჭრილი სპეცრაზმელის მდგომარეობა კრიტიკულია

დღეს, 22 ნოემბერს, თბილისში მიმდინარე სპეცოპერაციისას დაჭრილის პეცრაზმელის მდგომარეობა კრიტიკულია – ამის შესახებ ინგოროყვას კლინიკის ექიმმა განაცხადა. ამჟამად პაციენტს ოპერაცია უტარდება.

“შემოსვლისას მდგომარეობა იყო კირიტკული, ქალა-ტვინის მძიმე ტრავმა, ქალა- სახსრის ძვლების მრავლობითი მოტეხილობით და დაზიანებით, სისხლდენით. პაციენტი შეყვანილი იქნა საოპერაციო ბლოკში, გადაუდებლად უტარდება ოპერაცია, ამჟამად მდგომარეობა რჩება კრიტიკული. მიმდინარეობს სასიცოცხლო ფუნქციების ხელოვნური ჩანაცვლება,”- განაცხადა ექიმმა.

სპეცოპერაცია თბილისში 21 ნოემბერს, 20:00-სთვის დაიწყო, სროლები და აფეთქებები კი გამთენიისას, 05:00 საათის შემდეგ გაისმა. სოციალურ ქსელებში გავრცელდა ვიდეომასალა, სადაც ერთ-ერთი კორპუსის საცხოვრებელ ბინაში გაჩენილი ცეცხლი ჩანს, რომლის ლიკვიდაციაც საგანგებო სიტუაციების სააგენტოს თანამშრომლებმა უკვე მოახერხეს. სავარაუდოდ, სწორედ აღნიშნულ ბინაში იმყოფება ორი პირი, რომელთა აყვანას სამართალდამცავი უწყებების წარმომადგენლები ცდილობენ.