შსს-ს სამცხე-ჯავახეთის პოლიციის დეპარტამენტის ბორჯომის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა ბორჯომში 44 წლის მამაკაცი დააკავეს ოჯახში ძალადობის ბრალდებით.
პოლიციის ინფორმაციით, კ.მ-მ მეუღლეს, 42 წლის მ.მ-ს, სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა.
გამოძიება ოჯახში ძალადობის ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ს 126-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით).