კახა კალაძემ რამდენიმე სსიპ-ს, ა(ა)იპ-ისა და შპს-ს ახალი ხელმძღვანელი წარადგინა

დღეს, 20 ნოემბერს, დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ თბილისის მთავრობის ახალ შემადგენლობას თბილისის ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს, თბილისის სატრანსპორტო კომპანიის, მერიის არქიტექტურის სამსახურისა და ქონების მართვის სააგენტოს ახალი ხელმძღვანელები წარუდგინა.

თბილისის მერიაში გამართული შეხვედრის შემდეგ, ჟურნალისტებთან კომენტარი მხოლოდ კახა გვანცელაძემ გააკეთა და აღნიშნა, რომ მისი პრიორიტეტი ბაღებში თანამედროვე სტანდარტების ინტეგრირება იქნება.

“პირველ რიგში მინდა გითხრათ, რა იქნება ჩემი პრიორიტეტები; პირველი ტიპის ამოცანა იქნება თანამედროვე სტანდარტების ინტეგრირება ბაღებში: ახალი ბაღების მშენებლობა, ინკლუზიური განათლების ხელშეწყობა და ბაღების ინსტიტუციური განვითარება.”

ვინ საიდან მივიდა მერიის სამსახურებში