ზურაბიშვილის თქმით, ასეთი ცრუმორწმუნე ადამიანი სკოლისთვის დიდი დანაკარგი არ იქნება:
“კურიოზი იყო ეს თავიდან ბოლომდე, სერიოზულად განხილვაც კი შეუძლებელია. მეექვსე მაგიდასთან არ დაჯდა, პროტესტი განაცხადა, ვერ მიიღებს სერთიფიკატს და ვერ იქნება მასწავლებელი. არაუშავს, მე მგონი, დიდი დანაკარგი ნამდვილად არ იქნება სკოლისთვის, შეიძლება არ უნდა ვამბობდე ამას, მაგრამ ნამდვილად არ იქნება დიდი დანაკარგი ადამიანი, რომელიც ასეთ რაღაცას ფიქრობს, რომ მოხვდა რაღაც მხეცის ნიშანში, რაღაც 666-ში”, – განაცხადა ზურაბიშვილმა გადაცემა “აქცენტებში”. მისი თქმით, ეს იყო ერთეული, კურიოზული შემთხვევა, რომლის განზოგადებაც სწორი არ იქნება.
