ლარი დოლართან 2 თეთრით, ევროსთან კი 3 თეთრით გაუფასურდა

ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი გაცვლითი კურსი დაადგინა, რომლის მიხედვითაც ეროვნული ვალუტა დოლართან და ევროს მიმართ გაუფასურდა. ხვალ, ერთი დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.72 ლარი იქნება. ერთი ევროს ოფიციალურმა ღირებულებამ 3.21 ლარი შეადგინა.

აქამდე მოქმედი კურსით ერთი აშშ დოლარის ღირებულება 2.70 ლარი იყო. შესაბამისად ლარი დოლართან  2 თეთრით, ევროსთან კი 3 თეთრით გაუფასურდა.