რუსთავში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ქვეითი დაშავდა

რუსთავში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად, ქვეითი დაშავდა. ამის შესახებ ნეტგაზეთს შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს.

უწყების ინფორმაციით, რუსთავში, შარტავას ქუჩაზე ორი მსუბუქი ავტომობილი ერთმანეთს შეეჯახა. შეჯახების შემდეგ ავტომობილები ინერციით, ორ გაჩერებულ მანქანას შეეჯახნენ, რა დროსაც, ერთი ქვეითი მსუბუქად დაშავდა.

გამოძიება სსკ-ს 276 მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას, გულისხმობს, რამაც ადამიანის ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება გამოიწვია.