კინოცენტრმა ნახევარ მილიონად 14 ფილმის პროექტი დააფინანსა

ეროვნულმა კინოცენტრმა მოკლემეტრაჟიანი მხატვრული ფილმების 2017 წლის კონკურსის შედეგად 14 პროექტი დააფინანსა.

კონკურსისთვის გამოყოფილი იყო 505 000 ლარი. კონკურსში მონაწილე ობდა 46 პროექტი, რომელთა განხილვისას საექსპერტო კომისიამ საინტერესოდ მიიჩნია პროექტების დიდი რაოდენობა, აცხადებს კინოცენტრი.

“საექსპერტო კომისიის რეკომენდაციის საფუძველზე მიღებულ იქნა გადაწყვეტილება საკონკურსო ფონდის გაზრდის თაობაზე. თითოეული პროექტის ბიუჯეტი საექსპერტო კომისიის მიერ შეთანხმებულია პროექტის პროდიუსერთან. აღნიშნულმა გადაწყვეტილებამ განაპირობა საკონკურსო ბიუჯეტის გაზრდა”, – აცხადებს კინოცენტრი.

დაფინანსებული პროექტები:

[checklist]

[/checklist]