“ეს დამოკიდებულია ჩვენს სავაჭრო პოტენციურ ქვეყნებში მიმდინარე პროცესებზე. თურქეთში თუ ჩვენგან ექსპორტი შემცირდა, სამწუხაროდ, ჩვენი ეკონომიკური ზრდა არ იქნება მაღალი”, – განაცხადა ხადურმა.

 

ფინანსთა მინისტრის თქმით, 2013 წლის პირველ კვარტალში ყველაზე მეტი ინვესტიცია შემოვიდა იაპონიიდან და ინვესტორებს ქვეყანაში ძირითადად ენერგოსექტორი იზიდავთ:

 

“ახლახან “ტატა” ჯგუფმა დადო ხელშეკრულება ქვეყანაში 400 მილიონი დოლარის ინვესტირების შესახებ ენერგოსექტორში. ამ ინვესტიციას კომპანია ნორვეგიულ ბიზნესჯგუფთან ერთად განახორციელებს. მე თითქმის ყოველდღე ვხვდები პოტენციურ ინვესტორებს, თუმცა, სამწუხაროდ, ინვესტიციებს შედეგი ერთ დღეში არ მოაქვს”

 

კითხვაზე, გადაიხედება თუ არა 2013 წლის ბიუჯეტის პარამეტრები ეკონომიკური ზრდის შემცირების ფონზე, ფინანსთა მინისტრი აცხადებს, რომ სახელმწიფო ბიუჯეტით ყველა ხარჯი გაიწევა და მისი შემცირების აუცილებლობა არ იქნება, თუმცა ფინანსთა მინისტრი არ აკონკრეტებს, რის ხარჯზე შეივსება ბიუჯეტი.

Leave a comment

Your email address will not be published. Required fields are marked *