გაგარინის ქუჩაზე ავარიული სახლიდან მერიამ მაცხოვრებლები გაიყვანა

გაგარინის ქუჩა #10-ში მდებარე ავარიული სახლიდან მერიამ მცხოვრებლები გაიყვანა.

“ავარიული შენობაა, მართლაც მძიმე მდგომარეობაშია და აუცილებლად დემონტაჟი უნდა განხორციელდეს. 18 ოჯახი გაიყვანა საბურთალოს გამგეობამ”, – განაცხადა თბილისის მერმა კახა კალაძემ.

სახლის ნგრევა გუშინ, 15 ნოემბერს დაიწყო. მერიის ცნობით, იქ მცხოვრებლები ჯერჯერობით სასტუმროებში არიან გაყვანილი, შემდეგ მერია მათ უქირავებს ბინას და როდესაც ნვესტორი აასენებს ახალ საცოხვრებელ სახლს ისინი საცხოვრბეელი ბინით დაკმაყოფილდებიან.