იუსტიციის სახლთან ზვიად კუპრავა დააკავეს

დღეს, 15 ნოემბერს, იუსტიციის სახლთან სამართალდამცველთა რეფორმირების ცენტრის ხელმძღვანელი ზვიად კუპრავა დააკავეს.

შსს-ს ცნობით, იუსტიციის სახლთან 3 ადამიანი დააკავეს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე მუხლის მიხედვით, რაც პოლიციელისთვის წინააღმდეგობის გაწევას გულისხმობს.

კუპრავა მას შემდეგ დააკავეს, როდესაც იუსტიციის სახლის მიმდებარედ აქცია გამართა. ზვიად კუპრავას იმ 41 ადამიანის მემორიალის დადგმა სურდა, რომლებიც მისი თქმით, პოლიციელებმა იმსხვერპლეს.