თბილისიდან ბრატისლავის მიმართულებთ ავიარეისები დაინიშნება

თბილისიდან ბრატისლავის მიმართულებთ პირდაპირი ფრენები დაინიშნება. ამის შესახებ ინფორმაციას სლოვაკეთის საელჩო ავრცელებს. საელჩოს ინფორმაციით, ოფიციალურ შეთანხმებას თბილისსა და ბრატისლავას შორის პირდაპირი ფრენების დანიშვნის შესახებ ხელი 17 ნოემბერს მოეწერება.

“დოკუმენტს ხელს მოაწერენ ბრატისლავის შტეფანიკის აეროპორტის ავიაციისა და სტრატეგიული მარკეტინგის დირექტორი რადეკ ზაბრანსკი და კომპანია “ჯორჯიან ეარვეისის“ გენერალური დირექტორი გივი დავითაშვილი,”-წერია საელჩოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.