მოსკოვში ორ ქვეყანას შორის რეგულარული საჰაერო მიმოსვლის აღდგენის საკითხს განიხილავენ

შეხვედრაზე განხილული იქნება საქართველოსა და რუსეთის ფედერაციას შორის რეგულარული საჰაერო მიმოსვლის აღდგენის საკითხი. 

აღნიშნული ინფორმაცია საქართველოს პრემიერ–მინისტრის პრესამსახურმა “შერატონ მეტეხი პალასში” მედიასთან მიმდინარე შეხვედრისას გაავრცელა.

 

პრესრელიზის თანახმად, 2013 წელს საქართველოს საჰაერო ტრანსპორტის სექტორს კვირაში ახალი 9 რეისი დაემატა. შემოდგომაზე ახალი რეისების რაოდენობა 11–ამდე გაიზრდება.

 

საავტომობილო ტრანსპორტის სექტორში, სამგზავრო გადაყვანებში 11 ახალი საერთაშორისო გადამზიდავი კომპანია შეიქმნა და სექტორში ბრუნვა 16,5 პროცენტით გაიზარდა.

 

გაიხსნა 13 ახალი საერთაშორისო რეგულარული მარშრუტი, ხოლო სატვირთო გადაზიდვებში საერთაშორისო ნებართვებით ოპერირებადი გადამზიდავების რაოდენობა 20 ერთეულით გაიზარდა.