კახა კუკავა აცხადებს, რომ თბილისის საკრებულოს თავმჯდომარეობის კანდიდატს “ქართული ოცნება” შეარჩევს:

 

გოგი წულაია კახა კუკავა

“თავმჯდომარეობის კანდიდატი ვინ იქნება, ამას გადაწყვეტს “ქართული ოცნება”, ჩვენთვის ეს პრინციპულად მნიშვნელოვანი არ არის, თუმცა მთავარია, რომ “ნაციონალური მოძრაობის” კანდიდატი არ იყოს. ამიტომაც, ვისაც შეარჩევს “ოცნება”, ჩვენ მას დავუჭერთ მხარს და ამ შიდა კულუალურ დაპირისპირებაში ჩარევას არ ვაპირებთ. ჩვენთან კონსულტაციები არ ყოფილა.”

 

თბილისის საკრებულოს ფრაქცია “ნაციონალები” გუშინ დატოვა ფრაქციის თავმჯდომარემ კოკი იონათამიშვილმა, რის შემდეგაც “ნაციონალებმა” თბილისის საკრებულოში უმრავლესობა დატოვეს.

 

რაც შეეხება საპრეზიდენტო არჩევნების თარიღის დანიშვნას, კუკავა აცხადებს, რომ პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი “მაოხრებელი მკვდარია”:

 

“ის არი მაოხრებელი მკვდარი, მავნებელი. კონსტიტუციის ჩანაწერიც რომ არ იყოს, ელემენტალური ადამიანური და პოლიტიკური ლოგიკა მიუთითებს, რომ შაბათ–კვირას უნდა ჩატარდეს არჩევნები, განსაკუთრებით აქტუალური არის ეს ევროპის ქვეყნებში მცხოვრები ჩვენი დიასპორისთვის. 31 ოქტომბერს, შუა კვირაში არჩევნების დანიშვნა კიდევ იმას აჩვენებს, თუ რამდენად უპასუხისმგებლოდ ეკიდება მიხეილ სააკაშვილი თავის უფლებამოსილებებს და სიცოცხლეში რაც ვერ ვეცით პატივი, საქართველოს ისტორია დაუფასებს მას ამას, რა თქმა უნდა.”

 

შეგახსენებთ, რომ გუშინ პრეზიდენტის ადმინისტრაციამ თავდაპირველად 27 ოქტომბერი გამოაცხადა საპრეზიდენტო არჩევნების თარიღად, ხოლო შემდეგ- 31 ოქტომბერი.

Leave a comment

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *