ქუთაისში, სადაც ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტურზე ამომრჩეველთა აქტივობამ 17.98% -ი შეადგინა, წინასწარი მონაცემებით, ქართული ოცნების კანდიდატმა გიორგი ჭიღვარიამ გაიმარჯვა.
ცესკოს მიერ გამოქვეყნებული ოქმებით სწორედ მას აქვს ხმების უმრავლესობა მოპოვებული, თუმცა ხმები ასევე მიიღო ენმ-ს კანდიდატმა გრიგოლ ვაშაძემ, რომელმაც მეორე ტურში მოხსნა კანდიდატურა.
კანონმდებლობის თანამხმად, ვაშაძის გვარი მაინც იყო მითითებული ბიულეტენებში, რადგანაც პირველ ტურში სწორედ ის გავიდა მეორე ადგილზე და ამომრჩეველტა ხმების 27.04% [14084 ხმა] მიიღო.
ჯერჯერობით უცნობია მისული ამომრჩევლების რა პროცენტი მიიღო გამარჯვებულმა კანდიდატმა მეორე ტურში. ინფორმაციას ცესკოს მონაცემების განახლებისთანავე განვაახლებთ.
დღეს საქართველოს 6 მუნიციპალიტეტში ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტური გაიმართა. ამომრჩევლები მხოლოდ ერთ ბიულეტენში ააკეთებდნენ არჩევანს, სადაც მითითებული იქნება შემდეგი კანდიდატები:
ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების პირველი ტური საქართველოში 21 ოქტომბერს ჩატარდა.