თბილისის ახლად არჩეული მერი ილია მეორემ დალოცა

თბილისის ახლად არჩეული მერი დღეს საპატრიარქოში იმყოფებოდა, სადაც მართლმადიდებელი ეკლესიის პატრიარქ ილია მეორეს შეხვდა.

კახა კალაძე თავის მოვალეობის შესრულებას 13 ნოემბერს შეიდგება, 12 ნოემბერს ილია მეორესთან შეხვედრის ფოტოები კი მან თავის ფეისბუკის გვერდზე გაავრცელა.

კალაძე საპატრიარქოს ოჯახის წევრებთან ერთად ეწვია.