“2013 წლის 28 ივნისს დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ სამთაწყაროში მუსლიმთა პარასკევის ლოცვა ჩატარდა. მოგვიანებით სოფლის მართლმადიდებელმა მოსახლეობამ თავი მოიყარა ლოცვის ადგილას და უკმაყოფილება გამოხატა ლოცვის ფაქტთან  დაკავშირებით.   მოსახლეობა შეიკრიბა ადგილობრივ მუსლიმური თემის მოლა სულიკო ხოზრევანიძეს სახლთან და მოითხოვს მის გამოსვლას. სოფელში დაძაბული ვითარებაა და არის  ფიზიკური ზეწოლის საშიშროება”– ნათქვამია სახალხო დამცველის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
 
“200 კაცამდე- ქალი, კაცი, ბავშვი- იმუქრებოდნენ, ყველანაირი მუქარა იყო. გამოვიდეს და თქვასო, რატომ მივიდა სალოცავადო. მერე ჩემი თვალით დავინახე, ჩემი ცოლი წაქცეული იყო, ნელ–ნელა ეს ხალხი უკან გავიდა და იყო შეძახილები, რომ 24 სათის განმავლობაში წადი”.– განაცხადა სულიკო ხოზრევანიძემ.
 
განცხადების თანახმად, სახალხო დამცველი მოუწოდებს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს, პოლიციიის მობილიზებით  მორიგეობა დააწესოს სულიკო ხოზრევანიძის სახლთან. 
 
 
 

 

Leave a comment

Your email address will not be published. Required fields are marked *