“ყველაზე პარადოქსულია, რომ ის გუშინ ორჯერ დააკავეს. მისი დაკავების საფუძველი იყო უკანონო. მათ ამისთვის სასამართლო ნებართვა არ ჰქონდათ. საფუძვლად დაუდეს, რომ თითქოს ის მიმალვას აპირებდა. არადა, მაშინ დააკავეს, როცა მეგობრებთან ერთად საღამოს ერთ–ერთ რესტორანში ვახშმობდა”, – განუცხადა გიორგი კონდახიშვილმა “ნეტგაზეთს”.
მისივე თქმით, ჯერჯეორბით საგამოძიებო უწყებას დაცვის მხარისთვის საქმის მასალები არ გადაუცია და მან კონკრეტულად არ იცის, რას ედევაბიან ალავიძეს. მას ჯერჯერობით ოფიციალურად ბრალიც არ აქვს წაყენებული.
შეგახსენებთ, რომ გუშინ ღამით ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა დააკავა თბილისის მერიის ოთხი თანამშრომელი, მათ შორისაა ვიცე-მერი დავით ალავიძე. თბილისის მერის, გიგი უგულავას განცხადებით, იმის მიუხედავად, რომ ამ ოპერაციას სამართლებრივად აწარმოებს ნოდარ ხადურის უწყება, ფაქტობრივად, ყველაფერს ხელმძღვანელობს შს მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი და რომ გუშინ საღამოს, ნატოს ელჩების თბილისიდან გამგზავრების შემდეგ, პრემიერ ივანიშვილთან თათბირის შედეგად გადაწყდა თბილისის მერიის თანამშრომლებიც განმეორებით დაკავება.
