ბაქოში SOCAR Tower-ის შენობის სრული ღირებულება 416 $ მილიონია. ამის შესახებ ინფორმაცია მშენებელმა კომპანიამ, თურქულმა Tekfen-მა განაცხადა.
ჰეიდარ ალიევის პროსპექტზე მდებარე 200 მეტრი სიმაღლის 40-სართულიანი SOCAR Tower-ის მშენებლობა ოფიციალურად 2017 წლის 15 სექტემბერს დასრულდა.
“დღეს სამუშაოების 99,2%-ია შესრულებული. დანარჩენი სამუშაოების ღირებულება კი 3 $ მილიონზე მეტია”, – აცხადებენ კომპანიაში.
SOCAR Tower-ის მშენებლობა 2010 წელს დაიწყო. პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა დაუსრულებელი შენობა ჯერ კიდევ 2016 წელს გახსნა.
შენობა კორეულმა კომპანიამ «Heerim Architects & Planners Co. Ltd» დააპროექტა. შენობის საერთო ფართობი 5 ჰექტარია. აქ განთავსებულია 5 საკონფერენციო დარბაზი, ფიტნეს ცენტრი, რამდენიმე სასადილო, 1045 ავტომობილზე გათვლილი მიწისქვეშა პარკინგი.