2017 წლის პირველი 10 თვის მონაცემებით, საქართველოდან მსოფლიოს 50 ქვეყანაში ექსპორტირებულია 61 მლნ ბოთლი (0,75 ლ) ღვინო, რაც სოფლის მეურნეობის სამინისტროს ცნობით, 59%-ით აღემატება გასული წლის ანალოგიურ მონაცემებს.
აღნიშნულ პერიოდში ექსპორტირებულია 134,6 მლნ აშშ დოლარის ღირებულების ღვინო, რაც 52%-ით მეტია გასული წლის ამავე პერიოდის მაჩვენებელზე.
ექსპორტიორი ქვეყნების პირველი ხუთეულია:
სოფლის მეურნეობის სამინისტროს ცნობით, 2017 წლის იანვარ-ოქტომბერში ექსპორტი ყველაზე მეტად გაიზარდა შემდეგ ქვეყნებში:
ამას გარდა, მსოფლიოს 22 ქვეყანაში ექსპორტირებულია 1 363 0421 ბოთლი (0,5 ლ) ბრენდი, რაც 91%-ით აღემატება 2016 წლის ამავე პერიოდის მაჩვენებელს. სულ ექსპორტირებულია 29,6 მლნ აშშ დოლარის ღირებულების ბრენდი – მატება გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 83%-ს აღწევს.
2017 წლის 10 თვეში მსოფლიოს 20 ქვეყანაში ექსპორტირებულია 219 183 ბოთლი (0,5 ლ) ჭაჭა, ექსპორტის ზრდამ 198% შეადგინა. ჭაჭის ექსპორტით მიღებული შემოსავლები 664,6 ათას აშშ დოლარს შეადგენს, ზრდამ გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 154%-ს მიაღწია.
მთლიანობაში, ღვინის, ბრენდის, ჭაჭის, ღვინომასალისა და საბრენდე სპირტის ექსპორტის შედეგად მიღებული შემოსავლები 2017 წლის 10 თვეში 222,4 მლნ აშშ დოლარს შეადგენს – ზრდამ 2016 წლის ამავე პერიოდთან შედარებით 50% შეადგინა.