აზერბაიჯანში კომუნისტური პარტიის ლიდერი დააკავეს

აზერბაიჯანის პროკურატურის ცნობით, აზერბაიჯანის ერთიანი კომუნისტური პარტიის თავმჯდომარეს, მუსა ტუკანოვს ბრალად ედება ქრთამის აღება და თანამდებობის ბოროტად გამოყენება. მუსა ტუკანოვი ბაქოში 31 ოქტომბერს დააკავეს.

პარალელურად, ტუკანოვი საზოგადოებრივი გაერთიანება “აზერბაიჯანის ყრუთა კავშირის” თავმჯდომარის მოადგილე იყო და ოფიციალური ცნობით, ის სწორედ მოქალაქეების საჩივრის საფუძველზე დააკავეს.

როგორც კავკაზსკი უზელი წერს პროკურატურის წყაროზე დაყრდნობით, მისი დაკავება რეალურად კომუნისტურ პარტიას უკავშირდება.

კომუნისტური პარტია 1993 წელს დაფუძნდა, თუმცა, მოგვიანებით, ის ორ ორგანიზაციად გაიყო. ორივეს კომუნისტური პარტია ჰქვია, თუმცა ბოლო წლებში პოლიტიკურად აქტიური არცერთი მათგანი ყოფილა.