პროკურატურა: მეგის ქარდავას ექსტრადიცია გადაწყდება უკრაინის კანონმდებლობის მიხედვით

საქართველოს მთავარი პროკურატურის ცნობით, მათი შუამდგომლობის საფუძველზე, უკრაინის სამართალდამცავმა ორგანოებმა 1 ნოემბერს ინტერპოლის წითელი ცირკულარით საერთაშორისო ძებნილი, ყოფილი მაღალჩინოსანი მეგის  ქარდავა დააკავა, რომელიც 2013 წლის 13 თებერვლიდან  საქართველოს სამართალდამცავი ორგანოების მიერ იძებნებოდა.

“უკრაინის კომპეტენტური სასამართლოს გადაწყვეტილების საფუძველზე, მეგის ქარდავა მიმართ გამოყენებულია საექსტრადიციო პატიმრობა და მისი საქართველოში ექსტრადიციის საკითხი გადაწყდება უკრაინის კანონმდებლობის შესაბამისად”, – იუწყება პროკურატურა.

მეგის ქარდავა იძებნებოდა საქართველოს საერთო სასამართლოების მიერ გამოტანილი არაერთი გამამტყუნებელი განაჩენის საფუძველზე. კერძოდ:

ამჟამად საქართველოს საერთო სასამართლოების მიერ დაუსწრებლად იხილება ქარდავას  ბრალდების ხუთი სისხლის სამართლის საქმე:

ამჟამად მეგის ქარდავას მიმართ მიმდინარეობს კანონით გათვალისწინებული საექსტრადიციო პროცედურები, – იუწყება პროკურატურა.