ახალი ამბები

ვანო მერაბიშვილისთვის ბრალის დამძიმება იგეგმება

24 ივნისი, 2013 •
ვანო მერაბიშვილისთვის ბრალის დამძიმება იგეგმება

როგორც საქართველოს მთავარმა პროკურორმა 2 დღის წინ განაცხადა, სანდრო გირგვლიანის მკვლელობის საქმესთან დაკავშირებით ყოფილ შინაგან საქმეთა მინისტრ  ვანო მერაბიშვილს ბრალს უახლოეს 2 დღეში დაუმძიმებენ. ჯერჯერობით უცნობა, რა მუხლით მოხდება მერაბიშილისთვის ბრალის დამძიმება.

 

ვანო მერაბიშვილი 2013 წლის 21 მაისს დააკავეს. მას ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის სამი მუხლით 

ვანი მერაბიშვილი
ვანი მერაბიშვილი

(ამომრჩევლის მოსყიდვა, მითვისება/გაფლანგვა და სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენება) წაუყენეს.

 

რაც შეეხება 28 წლის სანდრო გირგვლიანს, ის 2006 წელს წამებით მოკლეს. გირგვლიანის მკვლელობის საქმეში ფიგურირებდნენ: მაშინდელი შს მინისტრის, ვანო მერაბიშვილის მეუღლე თაკო სალაყაია, შსს–ს კონსტიტუციური უსაფრთხოების დაცვის დეპარტამენტის ყოფილი უფროსი დათა ახალაია, შსს–ს გენინსპექციის ყოფილი უფროსი ვასილ სანოძე, შსს–ს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის მაშინდელი უფროსი გურამ დონაძე. ამ დროისთვის პროკურატურაში აღნიშნული საქმის გამოძიება მიმდინარეობს.

მასალების გადაბეჭდვის წესი