თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტური 12 ნოემბერს გაიმართება

ცენტრალური საარჩევნო კომისიის გადაწყვეტილებით 21 ოქტომბრის თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტური 12 ნოემბერს გაიმართება.

აღნიშნულის შესახებ ცესკოს თავმჯდომარემ თამარ ჟვანიამ დღეს, 1 ნოემბერს, ცესკოში გამართულ სხდომაზე განაცხადა. მეორე ტური მერის არჩევნებში უნდა გაიმართოს ქუთაისში, ყაზბეგში, ბორჯომში, ოზურგეთში, მარტვილში, ხაშურში.

“ნაციონალური მოძრაობის” გადაწყვეტილებით, ენმ მეორე ტურებში მონაწილეობას არ მიიღებს იმ მოტივით, რომ მოსალოდნელია გაყალბება, ამომრჩევლის მოსყიდვა და დაშინება, რაც არჩევნებს ფარსად აქცევს. მიუხედავად იმისა, რომ ისინი არჩევნებში მონაწილეობას არ აპირებენ, პარტიის კანდიდატი ბიულეტენში დაფიქსირებული იქნება.