მათივე თქმით, დაშავებული საავადმყოფოში გადაიყვანეს და მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება:
“ეს პიროვნება იმყოფებოდა დაკითხვაზე, როდესაც მან მაგიდიდან საკანცელარიო ნივთით მიიყენა თვითდაზიანება მუცლის არეში, დაუყოვნებლივ მოხდა სასწრაფო დახმარების გამოძახება, გადაიყვანეს საავადმყოფოში, ადგილზე მას აღმოუჩინეს ყველა საჭირო დახმარება, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობას საფრთხე არ ემუქრება, ხოლო აღნიშნულ ფაქტზე სისხლის სამართლის საქმე აღიძრა”, – აცხადებს ნინო გიორგობიანი.
სამეგრელოში აღმოჩენილ ფარულ სამალავთან დაკავშირებით სამართალდამცავებმა 18 და 19 ივნისს ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებების შედეგად 9 პირი დააკავეს.

