ქედაში, ბათუმისკენ მიმავალი ავტობუსიდან 6 ბავშვი გადმოვარდა. შინაგან საქმეთა სამინისტროში “ნეტგაზეთს” უთხრეს, რომ გამოძეიბა სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის პირველი ნაწილით არის დაწყებული, რაც სატრანსპორტო საშუალების მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს. შსს-ში აცხადებენ, რომ ექვსივე ბავშვი საავადმყოფოშია გადაყვენილი.
ბათუმის დედათა და ბავშვთა საავადმყოფოს პედიატრმა ხათუნა კახაბერიძემ ტელეკომპანია “რუსთავი 2”-ს განუცხადა, რომ მოზარდების მდგომარეობა სტაბილურია და ერთ მათგანს ჩაუტარდა ოპერაცია.