ახალი ამბები

პრეზიდენტის თქმით, მოსავალის დიდი ნაწილი გაუნადგურდა

26 ოქტომბერი, 2017 • 2555
პრეზიდენტის თქმით, მოსავალის დიდი ნაწილი გაუნადგურდა

საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი დღეს ფერმერებს შეხვდა. შეხვედრა ფერმერთა ასოციაციის თავმჯდომარემ ნინო ზამბახიძემ გახსნა და პრეზიდენტს ასოციაციაში დანერგილ სიახლეებზე ესაუბრა. ერთ-ერთი შეეხებოდა მობილურ აპლიკაცია “აგრონავტს”. ამ აპლიკაციით ფერმერებს მათ მიერ წარმოებული პროდუქციის გაყიდვის და ერთმანეთთან კომუნიკაციის საშუალება ექნებათ. პრეზიდენტმა შეხვედრაზე სოფლის მეურნეობის მნიშვნელობაზე ისაუბრა.

“მჯერა, რომ სოფლის მეურნეობა ჩვენი ქვეყნის რამდენიმე პრინციპულ გამოწვევაზე პასუხს წარმოადგენს. პირველი- ეს არის ჩვენი ბაზრის სურსათით უზრუნველყოფა. არაერთხელ მითქვამს, როდესაც ქვეყანაში სავალუტო კურსის სტაბილურობის პრობლემაა, ჩვენნაირი აგრარული ქვეყანა კარტოფილს და კიტრს დოლარზე არ უნდა ყიდულობდეს, რასაც ჩვენ ვახორციელებთ. მესამე- თქვენ ხართ ის სეგმენტი, რომლიც ადამიანებს ასაქმებთ და ჩვენი მოსახლეობის 50%-ის ჩამმრთველი ნორმალურ, სამეწარმეო ცხოვრებაში. იმიტომ რომ, სამწუხაროდ, სოფლად ყოფა არის მძიმე,”-განაცხადა პრეზიდენტმა.

შეხვედრას საქართველოს სხვადასხვა კუთხიდან ჩამოსული ფერმერები ესწრებოდნენ. პრეზიდეტი მათ საკუთარ დაზიანებულ მოსავალზეც ესაუბრა.

“წელს ფაქტიურად საშინელი წელიწადი მქონდა. გარდა კარტოფილისა, ისიც სათესლე მასალა ლუკაშენკომ მაჩუქა, თორემ არ ვიცი, მოვიდოდა თუ არა. ფაქტიურად, ყველაფერი ძალიან ცუდად მოვიდა. პომიდორს რაღაც ჭრაქი დაემართა, კიტრი საერთოდ არ მოვიდა. კაკალი მთლიანად გაოხრებულია. ამაზე რომ ვიყო ჩემი ყოფით დამოკიდებული, წარმოვიდგინე, რამდენად გამიჭირდებოდა,”-განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.

შეხვედრაზე მისულმა ფერმერებმა პრეზიდენტს კითხვებიც დაუსვეს. ერთ-ერთი კითხვა უცხოელებზე მიწის გაყიდვის აკრძალვას შეეხებოდა.

“კონსტიტუციის მიღების პროცესში მე ცალსახად ვთქვი, რომ არ ვეთანხმები ასე მკვეთრად იმის თქმას, რომ მიწა არაფრისდიდებით არ უნდა გასხვისდეს. ამ პირობებში დაიგირავებს ბანკი მიწას?! ინვესტორი თუ გინდა თანამონაწილედ ჩამოიყვანო, არ გჭირდება, რომ თანამოზიარე გყავდეს? მიწის ბაზარი როგორ უნდა შექმნა, თუ ლექსის დონეზე ფიქრობ სოფლის მეურნეობაზე,”-განაცხადა პრეზიდენმა.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი