უგულავას თქმით, ერთიან ნაციონალურ მოძრაობას უნდა, რომ ყველა მნიშვნელოვან პოსტზე წარსადგენი კანდიდატის პრაიმერით შერჩევა მოხდეს.

 

“ჩვენ გვინდა, პარტიამ დაამკვიდროს ეს სტილი, იქნება ეს საპრეზიდენტო კანდიდატი თუ მერობის კანდიდატი. ყველა მნიშნვნელოვან პოსტზე პარტიამ პრაიმერის მეშვეობით უნდა შეარჩიოს. პრაიმერი ნიშნავს, როდესაც მომხრეები თვითონ არჩევენ იმ ადამიანს, ვისაც დაუჭერენ მხარს. ეს აპრობირებული მეთოდია ევროპასა და ამერიკაშიც, დარწმუნებული ვარ, ქართული პოლიტიკური სივრცე და სხვა პარტიები ამ სიახლეს აითვისებენ.” 

 

პრაიმერის ფარგებში ერთიანი ნაციონალური მოძრაობა რამდენიმე რეგიონულ კონფერენციას საქართველოს სხვადასხვა ქალაქებში გამართავს. ამ კონფერენციებზე გაიმართება მოდერირებული თემატური დებატები კანდიდატებს შორის სადაც ფართე საზოგადოებას ექნება კითხვების შერჩევის საშუალება. ამის შემდეგ, როგორც ერთიან ნაციონალურ მოძრაობაში აცხადებენ, მოხდება კენჭისყრის საშალებით კონკრეტულ დებატზე გამარჯვებული კანდიდატის გამოვლენა. უცხოეთში მცხოვრები თანამემამულეებისთვის შესაძლებელი იქნება ინტერნეტის საშუალებით ხმის მიცემა.

 

პრაიმერის პროცესი ივნისის ბოლოს დაიწყება და ერთ თვეს გასტანს. 

Leave a comment

Your email address will not be published. Required fields are marked *