წალენჯიხაში ერთი წვევამდელის ბრმა ტყვიას მეორე ემსხვერპლა

დღეს, 26 ოქტომბერს, წალენჯიხის რაიონის სოფელ მუჟავასთან, რომელიც ოკუპაციის ხაზთან მდებარეობს, წვევამდელს ცეცხლსასროლი იარაღი შემთხვევით გაუვარდა, რომელიც მასთან ახლოს მყოფ მეორე წვევამდელს მოხვდა. 19 წლის ახალგაზრდა ადგილზე გარდაიცვალა.

როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში განგვიცხადეს, წვევამდელები ოკუპაციის ხაზთან არსებულ საგუშაგოზე უსაფრთხოებას იცავენ. უწყების ცნობით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 116-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობას გულისხმობს.