რატომ ვერ სარგებლობენ მშობლის შვებულებით თანაბრად დედები და მამები- EMC-ის კვლევა

როგორც საჯარო, ისე კერძო სამსახურში დედები და მამები ბავშვის მოვლისათვის თანასწორი შვებულებით ვერ სარგებლობენ. EMC-იმ თავის კვლევაში მიმოიხილა კანონში არსებული ხარვეზები, რაც დედებსა და მამებს შრომის უფლებისა და ოჯახური ცხოვრების სათანადო რეალიზებაში უშლის ხელს.

საქართველოს კონსტიტუციის მიხედვით, დაცულია შრომის უფლება. დედობისა და მამობის შვებულებაზე უფლება კი დასაქმებულის შრომითი უფლებაა. შესაბამისად, როგორც EMC წერს, საქართველოს კანონმდებლობის ნებისმიერი ნორმა, რომელიც ბავშვის მოვლასთან დაკავშირებულ სხვადასხვა შვებულებას აწესრიგებს, არა მხოლოდ არ უნდა ეწინააღმდეგებოდეს თანასწორობის პრინციპს, არამედ უნდა უზრუნველყოფდეს ამ პრინციპის ეფექტიანად დანერგვას და შრომის უფლების დაცვას.

კანონმდებლობით, დასაქმებულებისათვის ბავშვის მოვლასთან დაკავშირებული შვებულების ორი ტიპი არსებობს –
ის განსხვავდება საჯარო და კერძო სექტორის მიხედვით.

ორსულობის, მშობიარობის და ბავშვის მოვლის გამო შვებულება კერძო სექტორში

შრომის კოდექსის მიხედვით, დასაქმებულს ეძლევა შვებულება ორსულობის, მშობიარობის, ბავშვის მოვლის გამო და ამისთვის 730 დღე არის განსაზღვრული.

როგორც EMC ამბობს, კოდექსში საუბარია ერთიან შვებულებაზე, სადაც ორსულობა, მშობიარობა და შემდგომ ბავშვის მოვლა, როგორც შვებულების ეტაპები, კოდექსის არცერთი ნორმით არ იმიჯნება, რაც შეუძლებელს ხდის რომელიმე მათგანით დამოუკიდებლად სარგებლობას.  შედეგად, პრობლემა წარმოიშობა მაშინ, როდესაც საუბარია კაცის უფლებაზე, ისარგებლოს შვებულებით ბავშვი მოვლის გამო.

“კოდექსი არ გამიჯნავს და არ განსაზღვრავს მხოლოდ ბავშვის  მოვლის გამო შვებულების უფლებას, ასევე, მის ხანგრძლივობას, რაც ამ უფლებით მოსარგებლე სუბიექტად კაცის მოაზრებას ეჭვის ქვეშ აყენებს და მინიმუმ ამ ნორმის ბუნდოვანებაზე მიუთითებს,”- აცხადებს EMC.

კაცის შემთხვევაში პრობლემურია შვებულების ანაზღაურების ნაწილიც. არსებული კანონმდებლობის ანალიზის შედეგად EMC ასკვნის, რომ ორსულობის, მშობიარობის და ბავშვის მოვლის გამო შვებულების ანაზღაურება ბავშვის
მამისათვის შესაძლებელია მხოლოდ იმ გამონაკლის შემთხვევაში, თუკი ბავშვის დედა მშობიარობისას გარდაიცვლება. ყველა სხვა შემთხვევაში, კაცისთვის გამორიცხულია ისარგებლოს ანაზღაურებადი შვებულებით შვილის შეძენისას მისი მოვლის გამო.

EMC-ის მოჰყავს სოციალური მომსახურების სააგენტოს მიერ მოწოდებული ოფიციალური მონაცემები, სადაც საუბარია, რომ 5 წლის განმავლობაში (2011 წლიდან 2016 წლის ივლისის ჩათვლით) შრომის კოდექსით გათვალისწინებული ბავშვის მოვლის გამო შვებულებისათვის ანაზღაურება ბავშვის მამაზე გაიცა მხოლოდ ოთხჯერ, მშობიარე ქალის გარდაცვალების შემთხვევებში.

EMC -ის განცხადებით, ამგვარად, შრომის კოდექსის დებულებები შვებულების უფლების მქონე სუბიექტები მიმართ დისკრიმინაციულია. კერძოდ, შრომის კოდექსის დებულებები, მისი ნეიტრალური ბუნების მიუხედავად, გამორიცხავს ან მინიმუმ ნათლად არ ადგენს ორსულობის, მშობიარობისა და ბავშვის მოვლის გამო შვებულებით კაცების მიერ სარგებლობისა და ანაზღაურების მიღების შესაძლებლობას.

კერძო სექტორში დედობის, მამობის და მშობლის შვებულების უფლების ანალიზის შედეგად EMC-ის მიგნებები ასეთია:

[checklist]

[/checklist]

 

ორსულობის, მშობიარობისა და ბავშვის მოვლის გამო შვებულება საჯარო სექტორში 

„საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის მიხედვით, ორსულობის, მშობიარობის და ბავშვის მოვლის გამო შვებულებით შესაძლებელია ისარგებლოს მოხელემ და შვებულების ხანგრძლივობა 730 კალენდარული დღეა.

ამავე კანონის მიხედვით, ბავშვის მოვლის გამო შვებულებით შესაძლებელია ისარგებლოს იმ მშობელმა, რომელიც ფაქტობრივად უვლის ბავშვს. ამ შემთხვევაში, მას შვებულება ეძლევა ბავშვის დაბადებიდან 550 კალენდარული დღის ოდენობით და ანაზღაურებადია 90 კალენდარული დღე, მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ახალშობილის დედას არ უსარგებლია ორსულობის, მშობიარობის და ბავშვის მოვლის გამო შვებულებით.

შესაბამისად, ბავშვის მოვლის გამო მამის მიერ შვებულებით სარგებლობის საკითხი საჯარო სექტორშიც პრობლემაა, რადგანაც კანონი ერთი მშობლის მიერ შვებულებით სარგებლობის შესაძლებლობას მეორე მშობლის მიერ მის გამოუყენებლობას უკავშირებს:

“კანონმდებლობის მიხედვით, მოხელეს შვებულება ეძლევა მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ახალშობილის დედას არ უსარგებლია ორსულობის, მშობიარობის და ბავშვის მოვლის გამო შვებულებით. შესაბამისად, მეორე მშობლის მიერ შვებულების აღება უკავშირდება დედის მიერ ორსულობის, მშობიარობისა და ბავშვის მოვლის გამო შვებულების გამოუყენებლობის ფაქტს, რაც თეორიულად შეუძლებელი მოცემულობაა და მისი ამ ფორმით არსებობა წარმოადგენს გადაულახავ საკანონმდებლო დაბრკოლებას მეორე მშობლისთვის (მამისთვის) ბავშვის მოვლის გამო შვებულებით სარგებლობისას,”- აცხადემს EMC.

საჯარო სექტორში დედობის, მამობის და მშობლის შვებულების უფლების ანალიზის შედეგად EMC-ის მიგნებები ასეთია:

[checklist]

[/checklist]