ალკოჰოლი და ძუძუს კიბო?

ავტორი: ჯაბა ზარქუა


ზრდის თუ არა ალკოჰოლის მოხმარება ძუძუს კიბოს რისკს? როგორც უახლესი კვლევით აღმოჩნდა – დიახ. თუმცა სანამ შედეგებზე გადავალთ, მანამდე თავად პრობლემაზე ვთქვათ ორიოდ სიტყვა.

[red_box]რამდენად ხშირია ძუძუს კიბო?[/red_box]

ქალებში ავთვისებიანი სიმსივნეების ყველაზე დიდი წილი მოდის ძუძუს კიბოზე (სიმსივნეების 30%). აშშ-ში ყოველი 8 ქალიდან ერთს (≈12%) განუვითარდება ინვაზიური ძუძუს კიბო ცხოვრების განმავლობაში. უფრო ხშირად გვხვდება მენოპაუზის შემდგომ პერიოდში. რისკი მატულობს ასაკთან ერთად – შემთხვევების დაახლოებით 7% გვხვდება 40 წლამდე ასაკში. შემთხვევების რიცხვი იზრდება თანდათანობით, 50-60 წლამდე პერიოდში.

აღსანიშნავია დაავადებათა კონტროლის ცენტრის მიერ გამოქვეყნებული ქართული არასახარბიელო სტატისტიკა: 2014 წლის მონაცემებით, ძუძუს კიბო საქართველოში გავრცელების სიხშირის მხრივ პირველ ადგილზე იყო.  

[yellow_box]ზოგადად, რა დაავადებაა ძუძუს კიბო, რატომ ვითარდება ის, როგორ უნდა გამოვავლინოთ და როგორ უნდა ვუმკურნალოთ?[/yellow_box]

ძალიან მოკლედ:

ძუძუს კიბოს განვითარების ძირითადი რისკფაქტორებია ჰორმონ ესტროგენთან მომატებული შემხებლობა, ასაკი, გენეტიკური წინასწარგანწყობა (BRCA1/BRCA2 მუტაციები). ძუძუს კიბოს უმეტესობას წარმოადგენს ადენოკარცინომა.

დაავადების დიაგნოსტირება მეტწილად ხდება რუტინული სკრინინგის დროს (რომელიც 50-74 წლამდე ასაკში ორ წელიწადში ერთხელ არის რეკომენდებული). მოცულობის დაფიქსირების შემდეგ საჭირო ხდება რადიოლოგიური კვლევა და თუ ავთვისებიან წარმონაქმნზე იქნება ვარაუდი, დაიგეგმება წარმონაქმნის ბიოფსია და მასალის ჰისტომორფოლოგიური კვლევა.

მკურნალობა მნიშვნელოვანწილად დამოკიდებულია ჰისტომორფოლოგიური კვლევის შედეგზე და დაავადების სტადიაზე და თავის თავში მოიაზრებს ქირურგიულ, რადიაციულ და სისტემურ თერაპიას. ქირურგიული თერაპია არის ან ძუძუს დამზოგველი ქირურგია, ან მასტექტომია (მისი მოკვეთა). სისტემური თერაპია ბოლო წლებში მნიშვნელოვნად გაუმჯობესდა დამიზნებითი თერაპიისა (ტრასტუზუმაბი) და ჰორმონული თერაპიის (ტამოქსიფენი) წყალობით.

მკურნალობის დაწყებამდე მნიშვნელოვანი პროგნოზული მაჩვენებლებია – ლიმფური ჯირკვლების სტატუსი, სიმსივნის ზომა, პაციენტის ასაკი და სიმსივნის რეცეპტორების სტატუსი (ჰორმონული რეცეპტორები და HER2).

ზრდის თუ არა ალკოჰოლის მოხმარება ძუძუს კიბოს რისკს?

როგორც აღმოჩნდა – დიახ.

2017 წელს კიბოს კვლევის მსოფლიო ფონდმა (WCRF) და კიბოს კვლევის ამერიკულმა  ინსტიტუტმა (AICR) გამოაქვეყნა კვლევის ანგარიში. კვლევის  ფარგლებში დაამუშავეს და გააანალიზეს 119 კვლევა, რომელიც მსოფლისში ჩატრადა. მონაწილეების საერთო რაოდენობა 12 მილიონი ქალი იყო და კვლევებში აღწერილი იყო 260 000-ზე მეტი ძუძუს კიბოს შემთხვევა.

ვეცდები ძალიან მოკლედ წარმოგიდგინოთ ის მთავარი დასკვნები, რაც მეცნიერებმა გამოიტანეს ამ მასშტაბური ანალიზის შედეგად.

თუმცა მტკიცებულებების გაანალიზების შემდეგ, პანელმა პაციენტთა ორ ჯგუფში მცირედ განსხვავებული დასკვნები გამოიტანა. კერძოდ კი: პრემენოპაუზური ძუძუს კიბოს რისკი შესაძლოა გაზარდოს ალკოჰოლის მოხმარებამ, ხოლო პოსტმენოპაუზური ძუძუს კიბოს რისკს ცალსახად და დამაჯერებლად ზრდის ალკოჰოლის მოხმარება. გასათვალისწინებელია ის ფაქტი, რომ ძუძუს კიბო უხშირეს შემთხვევებში პოსტმენოპაუზურ პერიოდში ვლინდება, სადაც ალკოჰოლის შესახებ მტკიცებულებები მყარია.

ალკოჰოლის მოხმარებაზე საუბრისას საზომად აღებული იყო ერთი სტანდარტული დალევა დღეში, რაც უდრის 10 გრამ სუფთა ალკოჰოლს.

[blue_box]კი მაგრამ, როგორ? რა შუაშია ალკოჰოლი და ძუძუს კიბო?[/blue_box]

ეს უკვე საკმაოდ რთული და კომპლექსური საკითხია. არსებობს რამდენიმე მოსაზრება, რომლებსაც გამყარება და დადასტურება ესაჭიროება.

შესაძლოა კავშირში იყოს კვება. იგულისხმება ალკოჰოლის ჭარბი და ინტენსიური მომხმარებლების კვების რეჟიმი, რაც ცალსახად განსხვავდება არამომხმარებლების კვებისგან. ასევე შესაძლოა ბიოაქტიური ლიპიდური მეტაბოლიზმის პროცესიც (საბოლოო ჯამში, ჟანგბადის თავისუფალი რადიკალების წარმონქმნა) იყოს დამნაშავე. გასათვალისწინებელია, რომ ალკოჰოლი მოქმედებს როგორც ერთგვარი გამხსნელი და აადვილებს კარცეროგენების შეღწევას უჯრედებში. ასევე საინტერესოა, რომ ალკოჰოლი ცალსახად მეტაბოლიზდება ღვიძლში, მაგრამ მცირე რაოდენობით ეს პროცესი შეიძლება სარძევე ჯირკვალშიც მოხდეს, სადაც პროცესის შედეგად გაეშვება სიმსივნის გამომწვევი კასკადი. ალკოჰოლი ახდენს დიდ გავლენას ზრდის ფაქტორებზე და ზოგადად, ენდოკრინულ სისტემაზე, რისი მეშვეობითაც შეიძლება ხელი შეუწყოს კიბოს წარმოქმნას.

დაბოლოს, კიდევ რა დასკვნები გამოიტანა პანელმა ანალიზის შედეგად?

[red_box]

  1. პრემენოპაუზური ძუძუს კიბო

[/red_box]

სარწმუნო მტკიცებულებები

[checklist]

[/checklist]

 

შესაძლო მტკიცებულებები

[checklist]

[/checklist]

 

სუსტი მტკიცებულებები

[checklist]

 

[red_box]2. პოსტმენოპაუზური ძუძუს კიბო[/red_box]

 

 

სარწმუნო მტკიცებულებები

[checklist]

[/checklist]

 

შესაძლო მტკიცებულებები

[checklist]

[/checklist]

 

სუსტი მტკიცებულებები

[checklist]

[/checklist]