გთავაზობთ, 24 ოქტომბერს დაგეგმილი ღონისძიებების ანონსს:
10:30 – განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარე მარიამ ჯაში, 33-ე საბავშვო ბაღის გახსნის ცერემონიალს დაესწრება, მისამართი: თბილისი, ვაშვლიჯვრის დასახლება, მე-2 ზონა
11:00 – განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარის, მარიამ ჯაშის შეხვედრა გურამ თავართქილაძის სასწავლო უნივერსიტეტის სტუდენტებთან და პროფესორ-მასწავლებლებთან, მისამართი: თბილისი, სამღერეთის ქუჩა N5
11:00 – საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის სხდომა
11:30 – თბილისში, საქართველოს პარლამენტში ქალთა მოძრაობა სექსუალური შევიწროების აკრძალვის მოთხოვნით იმ 1000 ხელმოწერას შეიტანს, რომელიც ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში შეგროვდა ფეისბუქის საშუალებით
11:30 – ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის, თამარ ხულორდავას შეხვედრა უნგრეთის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩთან საქართველოში, ვიქტორია ჰორვატთან
12:00 – დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის სხდომა
12:00 – გენდერული თანასწორობის საბჭოს სხდომა
14:30 – იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომა
16:00 – სასტუმრო „რედისონში“ მდგრადი განვითარების მიზნების საბჭოს პირველი სხდომა გაიმართება, რომელსაც საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი მაია ცქიტიშვილი და გაეროს მუდმივი კოორდინატორი ნილს სკოტი უხელმძღვანელებენ.
17:00 – Impact Hub Tbilisi-ში გაიმართება შეხვედრა თურქეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩთან საქართველოში.
17:00 – პარლამენტის ბიუროს სხდომა