ენმ მეორე ტურებში მონაწილეობას არ მიიღებს

ენმ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტურებში მონაწილეობას არ მიიღებს. ეს გადაწყვეტილება პარტიის პოლიტსაბჭომ მიიღო.

ენმ აცხადებს, რომ არ აპირებს ფარსში მონაწილებას, მათივე თქმით, მოსალოდნელი დაშინების,  შანტაჟის და ამომრჩევლის მოსყიდვის პირობებში.

თუმცა, ნაციონალური მოძრაობის გადაწყვეტილებით, ისინი უარს არ იტყვიან საკრებულოებში მოპოვებულ მანდატებზე.

ენმ-ს კანდიდატები მეორე ტურში ორგან ჰყავს: ქუთაისში მერობის კანდიდატი გრიგოლ ვაშაძე და მარტვილში მამუკა დანელია. დანელიამ პირველ ტურში ამომრჩეველთა ხმების 35.81% აიღო, ხოლო ვაშაძემ 27.04%.

იმის მიუხედავად, რომ ენმ უარს აცხადებს მეორე ტურში მონაწილეობაზე, განმეორებით არჩევნებში ბიულეტენებში მაინც ისინი იქნებიან მითითებული კანონის თანახმად.

ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები საქართველოში 21 ოქტომბერს ჩატარდა.