ISFED: თბილისში უბნების 74.8%-ზე სამაგიდო სიებიდან ინიშნავდნენ ამომრჩევლის მონაცემებს

“სამართლიანი არჩევნები“ აცხადებს, რომ 21 ოქტომბერს, კენჭისყრის დღეს, ერთ-ერთი შესამჩნევი ტენდენცია იყო საარჩევნო სუბიექტების წარმომადგენლების მიერ სამაგიდო სიებიდან ამომრჩევლების მონაცემების ჩანიშვნის ფაქტები, რაც თბილისში არსებული უბნების 74.8%-ზე გამოვლინდა.

“ქვეყნის მასშტაბით, ასეთი ფაქტები საარჩევნო უბნების 16.8%-ზე დაფიქსირდა. იმ თვითმმართველ ქალაქებსა და მუნიციპალიტეტებში, სადაც „სამართლიანი არჩევნები“ ყველა უბანს დააკვირდა, ასეთ შემთხვევებს მხოლოდ ცალკეულ უბნებზე ჰქონდა ადგილი. თუმცა ამ სახის ტენდენცია ყველაზე მეტად თბილისში გამოიკვეთა და საარჩევნო უბნების 74.8%-ზე დაფიქსირდა,”- განაცხადა “სამართლიანი არჩევნების” დირექტორმა მიხეილ ბენიძემ. 

“სამართლიანი არჩევნები” არჩევნებს PVT (ხმების პარალელური დათვლის) მეთოდოლოგით აკვირდება. მათი ცნობით, მიღებული ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე ამბობენ, რომ საქართველოს მასშტაბით უბნების უმრავლესობაზე კენჭისყრის დღემ უმეტესწილად მნიშვნელოვანი დარღვევების გარეშე ჩაიარა, თუმცა, ყველაზე პრობლემური იყო მარნეულის საარჩევნო ოლქი.

„სამართლიანი არჩევნების“ ინფორმაციით, ამ ოლქზე დამკვირვებლებმა მნიშვნელოვანი ხასიათის დარღვევები შედარებით მასშტაბურად დააფიქსირეს მარნეულის #22 საარჩევნო ოლქის 10 საარჩევნო უბანზე, მათ შორის, დარღვევებს განმეორებადი ხასიათი ჰქონდა მარნეულის 31-ე, 18-ე და 50-ე საარჩევნო უბნებზე. ასევე, ხარვეზები დაფიქსირდა  რუსთავშიც, სადაც დამკვირვებლებმა დარღვევების შესახებ ინფორმაცია 10 საარჩევნო უბნიდან მოგვაწოდეს.

“სამართლიანმა არჩევნებმა” საუბნო კომისიებში კენჭისყრის დღის განმავლობაში 76 საჩივარი წარადგინა, საოლქო კომისიებში – 88 საჩივარი, ხოლო  ჩანაწერთა წიგნში- 57 შენიშვნა.

“სამართლიანი არჩევნების” მიერ 17:00 საათის შემდგომ დაფიქსირებული დარღვევები

დამკვირვებლის უფლების შეზღუდვა:

კენჭისყრის პროცედურის უკანონო შეწყვეტა

მარკირების ა შემოწმება:

მარკირების მქონე ამომრჩევლების მონაწილეობა არჩევნებში:

ბიულეტენების მონიშვნა:

არაუფლებამოსილი პირის მიერ ხმის მიცემა:

ბიულეტენის არასწორად მოთავსება ყუთში:

გაცემული ბიულეტენების რაოდენობა აღემატება სიაში ხელმოწერების რაოდენობას:

ფუნქციების შენაცვლება დარღვევით:

საარჩევნო დოკუმენტაციის არასათანადოდ წარმოება:

არაუფლებამოსილი პირი უბანზე:

დეტალური ინფორმაცია “სამართლიანი არჩევნების” PVT-ის შედეგებზე დაყრდნობით

 

 


 

სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება 2017 წლის 21 ოქტომბრის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების მონიტორინგს საქართველოს მთელ ტერიტორიაზე ყველა საარჩევნო ოლქში ახორციელებს. „სამართლიანი არჩევნების“ სადამკვირვებლო მისია შედგება 1050 საუბნო, 73 საოლქო საარჩევნო კომისიის დამკვირვებლისა და 80 მობილური ჯგუფისგან. ცენტრალურ ოფისში ფუნქციონირებს 18 ოპერატორისა და 13 იურისტისაგან დაკომპლექტებული მონაცემთა ანალიზისა და ინციდენტების ცენტრები.

მიმდინარე არჩევნებზე „სამართლიანმა არჩევნებმა“ დამკვირვებლები მიავლინა:

2017 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებს „სამართლიანი არჩევნები“ ხმების პარალელური დათვლის (PVT) მეთოდოლოგიით აკვირდება, რომელიც გვაძლევს საშუალებას, რომ დროულად აღმოვაჩინოთ დარღვევები, სისტემატურად შევაფასოთ არჩევნების დღის პროცესი და გადავამოწმოთ ოფიციალური შედეგების სიზუსტე.

„სამართლიანი არჩევნები“ წარმოგიდგენთ შეფასებას კენჭისყრის მიმდინარეობისა და საარჩევნო უბნების დახურვის შესახებ PVT-ის დამკვირვებელთა 99.7%-ის მიერ გამოგზავნილ ინფორმაციაზე დაყრდნობით.