ახალი ამბები

რისთვის სჭირდებათ არჩევნებზე მიმსვლელთა მონიტორინგი – კოორდინატორის მონათხრობი

21 ოქტომბერი, 2017 • 2856
რისთვის სჭირდებათ არჩევნებზე მიმსვლელთა მონიტორინგი – კოორდინატორის მონათხრობი

21 ოქტომბერს არაერთ საარჩვენო უბანზე “ქართული ოცნების” და “მემარცხენე ალიანსის” წარმომამდგენლები აღრიცხავენ  არჩევნებზე მისულთა მონაცემებს.

საარჩევნო უბნებში ისინი რეგისტრატორების უკან დგანან და დეტალურად აფიქსირებენ, თუ რომელი ამომრჩეველი მივიდა უბანზე.

ისინი იწერენ საარჩევნო უბანში მისული ამომრჩევლების სარეგისტრაციო ნომრებს, რის საშუალებითაც შემდეგ მარტივად ხდება უბანზე მისული ამომრჩევლის იდენტიფიცირება.

საარჩევნო უბანზე "ქართული ოცნების" წარმომადგენლის მიერ უბანზე მისული ამომრჩევლების სარეგისტრაციო ნომრები. ფოტო: ნეტგაზეთი/დავით ოქროპირიძე

საარჩევნო უბანზე “ქართული ოცნების” წარმომადგენლის მიერ უბანზე მისული ამომრჩევლების სარეგისტრაციო ნომრები. ფოტო: ნეტგაზეთი/დავით ოქროპირიძე

სადამკვირვებლო ორგანიზაციების ნაწილი ფიქრობს, რომ ეს არის ამომრჩევლის ნებაზე გავლენის მოხდენა, თუმცა ცენტრალური საარჩევნო კომისია აცხადებს, რომ ეს არ არის კანონდარღვევა.

რისთვის ჭირდება მისული ამომრჩევლის აღრიცხვა “ქართულ ოცნებას”? ამ თემაზე “ქართული ოცნების” პარტიის კოორდინატორები “ნეტგაზეთის”  რეპორტიორებთან მხოლოდ ანონიმურად საუბრობენ.

კოორდინატორების განცხადებით, ამ გზით ისინი აღრიცხავენ:

  1. მივიდნენ თუ არა მათი მხარდამჭერები არჩევნებზე; მხარდამჭერების სიები მათ წინასაარჩევნო პერიოდში კარდაკარ სიარულის გზით აქვთ მოპოვებული;
  2. კიდევ რომელი პარტიის და რა ოდენობის მხარდამჭერები მივიდნენ საარჩევნო უბნებზე, რათა შედეგების სურათი ჰქონდეთ.

“მე დეტალურად ვიცი, ვინაა ჩემს უბანში როგორც ჩვენი, ისე სხვა პარტიების ამომრჩეველი და გადაუწყვეტელიც. მე პირადად არა მგონია, რომ დამჭირდეს იმიტომ, რომ ძაან მაღალი აქტივობაა, მაგრამ 3-4 საათზე, როცა მეცოდინება, რომ ზუსტად ვიცი, ისეთი ჩვენი ამომრჩეველი არ მოვიდა, მოვიკითხავთ. იქნება და , რა სჭირს, რატომ ვერ მოვიდა. წინა არჩევნებზე, მაგალითად, ერთ-ერთი ჩემი 100% -იანი ამომრჩეველი არ მოვიდა და სახლში მივაკითხე. აღმოჩნდა, რომ ბავშვის დამტოვებელი არ ჰყავდა და ამიტომ ვერ მოვიდა უბანზე. დავიტოვე ეს ბავშვი და მისცა ხმა”, – უთხრა “ნეტგაზეთს” ერთ-ერთმა კოორდინატორმა.

“ჩვენ არ ვაყალბებთ, ჩვენ უბრალოდ პროცესის დროს ვაკონტროლებთ სიტუაციას, რომ ვიცოდეთ, როგორი სიტუაცია გვაქვს – ჩვენი ამომრჩეველი რამდენი მოვიდა, სხვისი- რამდენი. შედეგების დათვლამდე მიახლოებითი % გვაქვს ხოლმე შედეგების ამ გზით”, – ამბობს “ქართული ოცნების კოორდინატორი.

“ეს მონაცები გვჭირდება, რადგან შემდეგ ვისაც აქვთ ბაზებთან წვდომა, გადაამოწმონ, მოვიდნენ თუ არა ჩვენი მხარდამჭერები უბანზე, რათა თუ არ მოსულან, დაუკავშირდნენ”, – ამბობს “ნეტგაზეთთან” საუბარში “ოცნების კიდევ ერთი კოორდინატორი, რომელიც უბანზე მისული ამომრჩევლების სარეგისტრაციო ნომრებს იწერდა. 

მასალების გადაბეჭდვის წესი