ამომრჩეველმა საარჩევნო ყუთში პირადობის მოწმობაც ჩააგდო

თბილისში, სამგორის მე-6 ოლქის 105-ე უბანზე, ერთ-ერთმა ამომრჩეველმა პირადობის მოწმობა ბიულეტენებთან ერთად საარჩევნო ყუთში ჩააგდო.

უბნის კომისიის თავმჯდომარის, მაია კალანდაძის განცხადებით, მოქალაქეს საარჩევნო ყუთის გახსნამდე მოუწევს ლოდინი პირადობის მისაღებად.

21 ოქტომბერს საქართველოში ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები მიმდინარეობს.