გაიგე შენი საარჩევნო უბნის მისამართი 2 წუთში

თუ თქვენ აპირებთ 2017  წლის 21 ოქტომბერს დაგეგმილ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობის მიღებას და არ იცით, სად მდებარეობს თქვენი საარჩევნო უბანი, მიჰყევით ქვემოთ მოყვანილ ინსტრუქციას:

  1. შეამოწმეთ თქვენი თავი ამომრჩეველთა სიაში. 

ამისთვის ეწვიეთ ამომრჩეველთა სიას   http://voters.cec.gov.ge და იპოვეთ, სად ხართ რეგისტრირებული. ამომრჩეველთა სიის ვებგვერდზე თქვენი პირადი ნომრის და გვარის შეყვანის შემდეგ გაიგებთ, რომელ საარჩევნო ოლქში და უბანში აძლევთ ხმას:

[red_box]2. დააწკაპუნეთ ისრით მონიშნულ ციფრებთან.[/red_box]  

ეკრანზე გამოჩნდება იმ საარჩევნო უბნის მისამართი რუკაზე, სადაც უნდა მიხვიდეთ ხმის მისაცემად.