მედიამონიტორინგი: რ2 ხელისუფლებისადმი ყველაზე კრიტიკულია, იმედი და საზმაუ – ლოიალური

2017 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის მედიამონიტორინგის მიხედვით, ხელისუფლება ყველაზე უარყოფითად რუსთავი 2-ის ეთერში გაშუქდა, სადაც ყველაზე დადებითად ენმ-ს და ზაალ უდუმაშვილს აშუქებდნენ. ამავე კვლევით, ხელისუფლების მიმართ რბილი, არამოდარაჯე პოზიციით ხასიათდება საზოგადოებრივი მაუწყებლის 1 არხი და ტელეკომპანია იმედი.

გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) და ქართული არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა 2017 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების მედიამონიტორინგის პირველი შედეგები დღეს გამოაქვეყნეს, რომლებიც 19 ივნისიდან 8 ოქტომბრამდე წინასაარჩევნო კამპანიის პერიოდს მოიცავს. კვლევის შედეგებით, ქართულ მედიაში შეინიშნება დადებითი ტენდენციები, თუმცა ნაკლებადაა კრიტიკული მსჯელობა საარჩევნო პროგრამების შესახებ.

მედიამონიტორები ეროვნული და რეგიონული მედიის სამოცამდე სამაუწყებლო, ბეჭდურ და ონლაინ საშუალებებს დააკვირდნენ. წინა წლების მსგავსად, მედიამონიტორინგი ევროკავშირისა და გაეროს განვითარების პროგრამის ხელშეწყობით ხორციელდება. ევროკავშირის ელჩი საქართველოში, იანოშ ჰერმანი ამბობს, რომ ევროკავშირი კვლავ განაგრძობს საქართველოს დემოკრატიის მხარდაჭერას, ხოლო მედიამონიტორინგის განვითარება სწორედ ამ ხელშეწყობის ნაწილია.

“მოხარული ვარ, აღვნიშნო, რომ ამ არჩევნების მსვლელობაში მონიტორინგის შედეგად გამოიკვეთა დადებითი დინამიკა როგორც ცენტრალურ, ასევე რეგიონულ მედიაში. არჩევნების გაშუქება უფრო დაბალანსებული და მრავალფეროვანია, რაც ხელს შეუწყობს საქართველოს ამომრჩევლის მიერ ინფორმირებული არჩევანის გაკეთებაში,” – განაცხადა იანოშ ჰერმანმა,

საარჩევნო მედიამონიტორინგში ჩართულია სამი ქართული არასამთავრობო ორგანიზაცია – საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია, ინტერნიუსი-საქართველო და სამოქალაქო განვითარების ინსტიტუტი (CDI). პრესკონფერენციის მსვლელობაში მედიამონიტორი ორგანიზაციების წარმომადგენლებმა – ნატა ძველიშვილმა, გიორგი მგელაძემ, ზაქრო თავბერიძემ და გიორგი ჯოლოგუამ – მიმოიხილეს 2017 წლის არჩევნების გაშუქების ძირითადი ტენდენციები სამაუწყებლო, ბეჭდურ და ონლაინ მედიაში.

მედიამონიტორინგის ანგარიშებში წარმოგენილია რაოდენობრივი და თვისებრივი მონაცემები არჩევნების გაშუქების შესახებ, მათ შორის- კანდიდატების, საარჩევნო სუბიექტებისა და საარჩევნო პროგრამების გაშუქების ინტენსივობა. მონიტორინგი ასევე აღრიცხავს მედიასაშუალებების მიერ სიძულვილის ენის გამოყენებას, მიკერძოებისა და დისკრიმინაციის შემთხვევებს.

როგორც კვლევის ავტორები აღნიშნავენ, ცენტრაულ და რეგიონულ მედიაში გამოავლინეს არჩევნების გაშუქების ხარისხის ზრდა წინა საარჩევნო ციკლებთან შედარებით. მათი განცხადებით, ეს დადებითი ტენდენცია განაკუთრებით შესამჩნევია სატელევიზიო ტოქშოუების წინასაარჩევნო პროგრამების წარსადგენად:

“აღსანიშნავია, რომ ტოქშოუების უმეტესობაში კვლავ შეიმჩნეოდა წინასაარჩევნო პროგრამების შესახებ კრიტიკული დისკუსიის ნაკლებობა. ზოგადი გაუმჯობესების მიუხედავად, რამდენიმე სამაუწყებლო და ბეჭდურ მედიაში გამოვლინდა პოლიტიკური მიკერძოება და სიძულვილის ენის გამოყენების შემთხვევები. ისევე, როგორც წინა წლებში, ინტერნეტმედიაში არ იყო მკაფიოდ გამიჯნული სარედაქციო და სარეკლამო კონტენტი.”

გაეროს განვითარების პროგრამის ხელმძღვანელი საქართველოში, ნილს სკოტი აცხადებს, რომ საქართველოს მედიის ჟურნალისტური სტანდარტი იზრდება ყოველ მომდევნო არჩევნებთან ერთად, რაც ნამდვილად მისასალმებელია. თუმცა, როგორც სკოტი აღნიშნავს, სიძულვილის ენის გამოყენების ცალკეული შემთხვევები და საარჩევნო პროგრამების შესახებ კრიტიკული მსჯელობის ნაკლებობა მედიის ყველა სეგმენტშია.

სატელევიზიო ახალი ამბების მედიამონიტორინგის შუალედური ანგარიშის ძირითადი მიგნებები:

სატელევიზიო ტოქშოუების მედიამონიტორინგის შუალედური ანგარიშის ძირითადი მიგნებები:

ონლაინ მედიის მონიტორინგი ძირითადი მიგნებები:

ონლაინ მედიის კვლევის მიხედვით, მონიტორინგის პერიოდში netgazeti.ge-ზე არ შეინიშნებოდა დადებითი ან უარყოფითი განწყობა რომელიმე პლიტიკური ძალის მიმართ. როგორც კლვევაშია აღნიშნული, ნეტგაზეთი იცავს ჟურნალისტურ სტანდარტებსა და ეთიკის ნორმებს, ასევე, გამოირჩევა საკითხების კრიტიკული ანალიზით:

“netgazeti.ge-ზე ყველაზე აქტიურად მთავრობისა (34%) და „ქართული ოცნების“(15%) საქმიანობა გაშუქდა. დადებითი ან უარყოფითი ტონის განსაკუთრებულად მაღალი პროცენტული მაჩვენებლები მონიტორინგის არც ერთი სუბიექტის გაშუქებისას არ გამოვლენილა.

თბილისის მერობის კანდიდატებს შორის ყველაზე აქტიურად დამოუკიდებელი კანდიდატი, ალექსანდრე ელისაშვილი, (38%) გაშუქდა. თბილისის მერობის კანდიდატთა გაშუქებისას ვებგვერდზე არ შეინიშნებოდა დადებითი ან უარყოფით განწყობა რომელიმე კანდიდატის მიმართ.

მონიტორინგის შედეგად, შეგვიძლია დავასკვნათ, რომ netgazeti.ge ობიექტურად და მიუკერძოებლად აშუქებს ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებს. აღსანიშნავია, რომ ვეგვბვერდზე სათანადოდ არის გამიჯნული კომერციული ხელშეკრულების ფარლებში მომზადებული სტატიები სარედაქციო მასალებისგან.”

[red_box]კვლევის მიხედვით, მონიტორინგის პერიოდში batumelebi.ge-ზე არ შეინიშნებოდა დადებითი ან უარყოფითი განწყობა რომელიმე პოლიტიკური ძალის მიმართ, ხოლო დაცულია ჟურნალისტური სტანდარტები და ეთიკის ნორმები. როგორც კვლევაშია აღნიშნული, ვებგვერდზე გვხვდება ინტერვიუები ბათუმის მერობის კანდიდატებთან, რომლებიც მომზადებულია ობიექტურად და პროფესიონალურად.[/red_box]

“batumelebi.ge-ზე დადებითი ან უარყოფითი ტონის განასაკუთრებულად მაღალი პროცენტული მაჩვენებლები მონიტორინგის არც ერთი სუბიექტის გაშუქებისას არ გამოვლენილა. ვებგვერდზე თანაბრად და მიუკერძოებლად შუქდებოდა ბათუმის მერობის კანდიდატთა წინასაარჩევნო საქმიანობა.

მონიტორინგის შედეგად, შეგვიძლია დავასკვნათ, რომ batumelebi.ge ობიექტურად და მიუკერძოებლად აშუქებს მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებს. აღსანიშნავია, რომ ვებგვერდი სათანადოდ მიჯნავს კომერციული ხელშეკრულების ფარგლებში მომზადებულ სტატიებს სარედაქციო მასალებისგან.”

რადიოარხების მონიტორინგმა შემდეგი ძირითადი მიგნებები გამოავლინა:

ბეჭდური მედიის მონიტორინგის მიგნებები:

2017 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების მედიამონიტორინგის შედეგების პერეზნტაცია

ევროკავშირი და გაეროს განვითარების პრორამა საქართველოში მედიამონიტორინგის განვითარებას 2010 წლიდან უწყობენ ხელს. ამ ინიციატივის ფარგლებში უკვე განხორციელდა საარჩევნო პროცესის გაშუქების კვლევა საქართველოს ხუთი ძირითადი არჩევნების დროს. არასამთავრობო ორგანიზაციები აღნიშნავენ, რომ მათ მიერ მომზადებულ ანგარიშებზე მხოლოდ თვითონ არიან პასუხისმგებლები და მისი შინაარსის აღქმა ევროკავშირისა (EU) ან გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) პოზიციად დაუშვებელია.