გორში პოლიციელის თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლით პროკურატურამ გამოძიება დაიწყო

გორში გარდაცვლილი პოლიციელის საქმეზე გამოძიება პროკურატურამ დაიწყო.

საქართველოს მთავარ პრკურატურაში განგვიცხადეს, რომ გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლის მიხედვით მიმდინარეობს.

როდის იპოვეს პოლიციელი და სამსახურეობრივი მოვალეობის შესრულებისას დაიღუპა თუ არა, ამის შესახებ პროკურატურაში ჯერჯერობით არ უპასუხიათ.