ყველა სუბიექტის მიერ მიღებული შემოწირულობების 90% “ოცნებაზე” მოდის – აუდიტის ანგარიში

2017 წლის 1 ივლისიდან 17 ოქტომბრის ჩათვლით პერიოდში საარჩევნო სუბიექტებმა, ჯამში, 12,998,651.16 ლარის შემოწირულობები მიიღეს, ხოლო ამ თანხის თითქმის 90%(11,640,441.00 ლარი) მხოლოდ ერთმა პარტიამ – ქართულმა ოცნებამ.

აუდიტის სამსახურის ცხრილი

აუდიტის სამსახურის ცხრილი

არჩევნების დანიშვნის დღიდან 2 ოქტომბრის ჩათვლით, 6-კვირიან პერიოდში, საარჩევნო სუბიექტების მიერ, ჯამში, მიღებულია 742,787.00 ლარის საბიუჯეტო შემოსავალი:

ამავე პერიოდში კანდიდატების მიერ ჯამურად განხორციელებულია 8,835,900.00 ლარის ხარჯი:

გაწერილი ხარჯებიდან რეკლამისათვის აღნიშულმა პარტიებმა 5,805,562.00 ლარი დახარჯეს:

აუდიტის სამსახურის ცნობით, საჩივრებისა და მედიამონიტორინგის შედეგად მიღებული ინფორმციების საფუძველზე, 15 საკითხთან დაკავშირებით დაიწყო ადმინისტრაციული წარმოება – გამოთხოვილია დამატებითი ინფორმაცია და გამოსაკითხად დაბარებული არიან შესაბამისი პირები. კერძოდ:

Screen Shot 2017-10-18 at 10.44.46 AM

Screen Shot 2017-10-18 at 10.45.38 AM

“შემოწირულებების შესწავლის მიზნით, სამსახურის მიერ გაიგზავნა მოთხოვნა 544 ფიზიკური პირის შემოსავლების შესახებ, ხოლო იურიდიულ პირებთან მიმართებაში მიმდინარეობს შესწავლა მათი საბოლოო ბენეფიციარების, შესყიდვებში მონაწილეობისა და მიღებული შემოსავლების შესწავლის მიზნით. ფიზიკური პირების შემოწირულებების ანალიზის დროს დამატებითი კითხვების არსებობის გამო, გამოკითხვაზე დაბარებულია 31 პირი, საიდანაც 13 არის „ევროპული საქართველოს“ შემომწირველი, ხოლო 18 – „ქართული ოცნების“, – ნათქვამია აუდიტის სამსახურის მიერ გამოქვეყნებულ შუალედური ანგარიშში.