დღეს, 10 ივნისს პარლამენტთან  საქართველოს გაერთიანებული პროფესიული კავშირების ორგანიზებით საპროტესტო აქცია გაიმართა. აქციის მონაწილეები “შრომის კოდექსში” შესატანი ცვლილებების შესახებ კანონპროექტში მეორედ მოსმენისას განხორციელებულ ცვლილებებს აპროტესტებენ.

 

“საქართველოს პარლამენტმა და მთავრობამ- ბიზნესის წარმომადგენლების შანტაჟის და გავლენის მოხდენის  შედეგად- გადწყვიტა, რომ  შეცდომაში შეიყვანოს საზოგადოება. პირველი მოსმენით კანონით დამტკიცება ნიშნავს, რომ პრინციპებზე პარლამენტი შეთანხმებულია, თუმცა მეორე მოსმენის წინ მათ ამოიღეს ის მუხლები კოდექსდან, რომელიც არეგულირებს ადამიანების შრომის კონტრაქტებს, ზეგანაკვეთულ შრომას, მანეობაზე შვებულებების დღეების სახით კომპენსრებას. ჩვენ ვაპროტესტებთ და მოვითხოვთ იმას, რომ ერთხელ და სამუდამოდ მთავრობაში მოსულმა ძალამ შეასრულოს წინასაარჩევნო დაპირებები და “ქართული ოცნების” დაპირებებში ყველაზე მკაფიო იყო მონურ შრომის კოდექსში ცვლილებების შეტანა,”- ამბობს საქართველოს მეტალურგიული, სამთო და ქიმიური მრეწველობის მუშაკთა პროფესიული კავშირის თავმჯდომარე თამაზ დოლაბერიძე.


დღევანდელ აქციაში ქუთაისის “ჰერკულესის”, ქსნის მინის ტარის, და  ზესტაფონის “ფეროს” ქარხნის მუშები ესწრებოდნენ. აქციაში მათ გარდა ჭიათურელი და ტყიბულელი მაღაროელები, ასევე, მეტროპოლიტენის და პედაგოგთა პროფკავშირის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.


“ჩვენ მოვითხოვთ, რომ პირველი მოსმენით მიღებული კანონპროექტი უცვლელი სახით მიიღონ. ღამის საათების ანაზღაურება დღისგან განსხვავებული უნდა იყოს და კვირაში სამუშაო დღე 40 საათი უნდა იყოს და არა 48, როგორც აპირებენ შეცვალონ,”- ამბობს სოკარის თანამშრომელი, ვახტანგ ბალანჩივაძე.


პარლამენტმა  30 მაისს “საქართველოს შრომის კოდექსში” ცვლილებების შეტანის თაობაზე კანონპროექტი  მეორე მოსენით დაამტკიცა.

 

პარლამენტმა ორგანული კანონის პროექტი “საქართველოს შრომის კოდექსში” ცვლილებების შეტანის თაობაზე მეორე მოსმენით 89 ხმით 0-ის წინააღმდეგ დაამტკიცა.

 

საპროტესქო აქცია პარლამენტთან ცრომის კოდექსის შეცვლის მოთხოვნით


Leave a comment

Your email address will not be published. Required fields are marked *